იტალიელი ექსპერტი: "აი, როგორ გამოიყენებს კონტე ხვიჩას" » სპორტის ხაზი

იტალიელი ექსპერტი: "აი, როგორ გამოიყენებს კონტე ხვიჩას"

იტალიელი ექსპერტი: "აი, როგორ გამოიყენებს კონტე ხვიჩას"
6-06-2024, 00:24
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ანტონიო კონტე "ნაპოლის" პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად გახდა და ისიც იქნება ცნობილი, რომ იტალიელი სპეციალისტი ძირითადად 3-5-2 განლაგებით ასპარეზობს.

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიოს სქემას ვერ მოაერგება, თუმცა ცნობილი სპორტული მენეჯერი და ექსპერტი პიეტრო ლო მონაკო სულ სხვა აზრზეა.

"კვარა და კონტე? ეს საკმაოდ დიდ დილემას წარმოადგენს. ჩემი აზრით, ანტონიო ქართველ ვარკსვლავს მეორე ფორვარდად დააყენებს, მისი მეწყვილე კი ან ოსიმენი იქნება, ან ლუკაკუ, ანდაც სხვა, შედარებით უფრო მძიმე ფორვარდი", - აცხადებს მონაკო.

მან რადიო "Marte"-ში აგრეთვე ფედერიკო კიეზაზეც ისაუბრა, რომლის "იუვენტუსში" კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ჩიხში შედის.

"კიეზა კონტეს ტაქტიკაში ვერ ჩაჯდება. 3-5-2 უფრო ფლანგელებზეა დამოკიდებული. თუ შემტევი გარემარბებით თამაშობ, ნახევარდაცვაში ზონების დახურვა გიწევს, რაც იმის შესაძლებლობას გაძლევს, რომ 4 ფეხბურთელით შეუტიო. ამ შემთხვევას შესაბამისი სათადარიგოთა სკამიც დასჭირდება", - აცხადებს იტალიელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი