დაუჯერებელი რიცხვები - რა თანხა დაუჯდება რეალს მბაპეს თითო წელი შენახვა? » სპორტის ხაზი

დაუჯერებელი რიცხვები - რა თანხა დაუჯდება რეალს მბაპეს თითო წელი შენახვა?

დაუჯერებელი რიცხვები - რა თანხა დაუჯდება რეალს მბაპეს თითო წელი შენახვა?
6-06-2024, 00:03
Aa Aa
გაზიარება:

შესაძლოა მბაპეს ჯერ "რეალის" მაისურით არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ის რიცხვები, რაც კილიანსა და "სამეფო კლუბს" შორისაა, უკვე ნამდვილად ისტორიულია.

დიახ, ფრანგი შემტევი "ბერნაბეუზე უფასოდ" გადაბარგდა და პარიზელები მისი დანაკარგით ხეირს ვერ პოულობენ, თუმცა მადრიდელებს მბაპეს შენახვა ასტრონომიული თანხების გაღების სანაცვლოდ უწევთ.

24 წლის ფრანგის კონტრაქტი 5 წელზე იქნება გაწერილი. თითოეულ სეზონში იგი ხელფასის სახით 30 მლნ ევროს მიიღებს, თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება. ამის გარდა კილიანს აგრეთვე 5 წლიანი 150 მლნ ევროიანი ბონუსი ექნება თანაბრად გადანაწილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ძირეული ხელფასი ორმაგდება.

რა არის მბაპეს გამოსასყიდი თანხა? ერთ მილიარდი ევრო. ეს ის სახსრებია, რისი გაღებაც იმ კლუბს მოუწევს, რომელსაც ფრანგის რეალისთვის წართმევა მოუნდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი