ნიდერლანდური გამოცემა: "მიქაუტაძე მბაპეზე, ობამეიანგსა და ლაკაზეტზე მეტად გაიზარდა" » სპორტის ხაზი

ნიდერლანდური გამოცემა: "მიქაუტაძე მბაპეზე, ობამეიანგსა და ლაკაზეტზე მეტად გაიზარდა"

ნიდერლანდური გამოცემა: "მიქაუტაძე მბაპეზე, ობამეიანგსა და ლაკაზეტზე მეტად გაიზარდა"
5-06-2024, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდული გამოცემა "Voetbal International" "მეცის" 23 წლის ქართველ თავამსხმელზე წერს სტატიას, რომელიც "აიაქსის" საკუთრებაში იმყოფება.

"საფრანგეთში მიქაუტაძე შთამბეჭდავად ასპარეზობს და ამსტერდამიდან დიდი ინტერესით ადევნებენ თვალ-ყურს, თუმცა რამდენად შეძლებენ ისინი გიორგის დაბრუნებას უკვე სხვა საკითხია, რადგან "მეცს" მისი გამოსყიდვის უფლება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 2-ში დაქვეითდნენ.

"აიაქსი" რისკავს, დაკარგოს ფეხბურთელი, რომლის საბაზრო ღირებულებაც ამჟამად გეომეტრიული პროგრესიით შეიძლება გაიზარდოს. გვინდა მოგითხროთ, თუ როგორი უცნაური სეზონი ჰქონდა გიორგის.

"უკანასკნელ 11 შეხვედრაში 11 გოლის გატანა შეძლო და მისმა მთავარმა მწვრთნელმა "მეცის მბაპე" შეარქვა. ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ მან მბაპეზე, ლაკაზეტსა და ობამეიანგზე მეტი გოლო გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან კარგად ასპარეზობს, მისი ამსტერდამში ტრანსფერი მაინც ჩავარდნილად ითვლება.

"16 მილიონ ევროდ შეძენილი ფეხბურთელი, რომელიც ამსტერდამელებმა ვერაფრით აათამაშეს, "მეცში" ყოველ თამაშში კარგად იჩენდა თავს და გუნდის ხერხემლად ჩამოყალიბდა. ყველაფერი ისე მიდის, რომ ფრანგები მისი ტრანსფერით დიდ ფინანსურ ხეირს ნახავენ", - ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი