ინგლისურ კლუბ, ნიუკასლ იუნაიტედს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება სურდა, თუმცა დიდი ალბათობით შეთანხმება არ შედგება.
"კაჭკაჭებმა" ვალენსიას ფეხბურთელის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ნულოვანი პროგრესის შემდეგ, როგორც მედიაში იწერებიან ინგლისში გიორგის შეძენა გადაიფიქრეს.
ნიუკასლი ახლა 21 წლის მეკარეს, ჯეიმს ტრაფორდს მიადგა, რომლის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა. ინგლისელი კიპერი რამდენიმე თვის წინ საქართველოშიც იყო და "სამ ლომთან" ერთად 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს "ღამურებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 35 მილიონი ევროა.