ლევან კობიაშვილი : "როდესაც ფედერაციაში მოვედით, ვთქვით, რომ მუშაობა გუნდურად გვსურდა" » სპორტის ხაზი

ლევან კობიაშვილი : "როდესაც ფედერაციაში მოვედით, ვთქვით, რომ მუშაობა გუნდურად გვსურდა"

ლევან კობიაშვილი : "როდესაც ფედერაციაში მოვედით, ვთქვით, რომ მუშაობა გუნდურად გვსურდა"
4-06-2024, 18:14
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 34-ე (არასაარჩევნო) ყრილობაზე ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები დააანონსა.

როდესაც ფედერაციაში მოვედით, ვთქვით, რომ მუშაობა გუნდურად გვსურდა. ყოველთვის გვჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით. იყო კრიტიკა, ზოგჯერ უსამართლოც, ვაღიარებ, ზოგჯერ სამართლიანიც.

საქართელოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში წვლილი თითოეულმა თქვენთაგანმა შეიტანა, რადგან ფედერაციაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ პროექტებს ერთად ვახორციელებდით, ერთად ვაგებდით და ერთად ვიგებდით. ოჯახის წარმატება მისი თითოეული წევრის დამსახურებაა.

იყო პერიოდი, როდესაც სტადიონები მასობრივად გაასხვისეს, მაგრამ ბევრის დაბრუნება შევძელით და კიდევ ბევრს დავიბრუნებთ და ავაშენებთ. ფეხბურთში წინსვლისა და წარმატების წინაპირობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მასობრიობაა. წარმატება კი შემთხვევით არ მოდის, მას ან იმსახურებ, ან არა.

რატომ გვსურდა დიდი ტურნირების მასპინძლობა? საქართველოში გამართულ 19 და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზე ფეხბურთელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, 26 მარტის გამარჯვებაში კი ამ ნაკრებებში ნათამაშები 10 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეს ციფრი ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა. და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები დააანონსა."




კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი