ბუნდესლიგის საუკეთესოებში ჰარი კეინი მხოლოდ მე-7 ადგილზე გაიყვანეს » სპორტის ხაზი

ბუნდესლიგის საუკეთესოებში ჰარი კეინი მხოლოდ მე-7 ადგილზე გაიყვანეს

ბუნდესლიგის საუკეთესოებში ჰარი კეინი მხოლოდ მე-7 ადგილზე გაიყვანეს
3-06-2024, 14:19
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ბუნდესლიგის მოთამაშეებს შორის ანონიმურ გამოკითხვაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებდნენ და ყველასთვის მოულოდნელად, ტურნირის ბომბარდირი მე-7 ადგილზე გავიდა.

ჰარი კეინს ისეთმა ფეხბურთელებმა გაუსწრეს, როგორებიც არიან ჯამალ მუსიალა, დენის უნდავი, სერჰუ გირასი, ალექს გრიმალდო, გრანიტ ჯაკა და ფლორიან ვირცი.

ამ უკანასკნელმა გამოკითხულთა ხმების 51.1% მიიღო და მეორეზე გასულ ჯაკას საკმაოდ დიდი სხვაობით აჯობა, რადგან შვეიცარიელს მხარი მხოლოდ 7.5%-მა დაუჭირა.

აი, როგორ გამოიყურება პროცენტულად სრული სია:

ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი) – 51,1%
გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი) – 7,5%
ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი) – 6,2%
სერჰუ გირასი (შტუტგარტი) – 5,3%
დენის უნდავი (შტუტგარტი) – 4,4%
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 4,4%
ჰარი კეინი (ბაიერნი) – 3,5%


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი