რუსი კომენტატორი: "ევროპაზე საქართველოს წარმატებას ოვაციებით შევხვდები" » სპორტის ხაზი

რუსი კომენტატორი: "ევროპაზე საქართველოს წარმატებას ოვაციებით შევხვდები"

რუსი კომენტატორი: "ევროპაზე საქართველოს წარმატებას ოვაციებით შევხვდები"
2-06-2024, 22:52
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა საქართველოს ნაკრებს EURO 2024-ზე წარმატებები უსურვა და მათთან ერთად კიდევ ერთი ნაკრებიც გამორჩია.

"ევროპის ჩემპიონატზე ორი ფავორიტი გუნდი მყავს. ერთი საქართველოა და მეორე სერბეთი. მათ ძალიან ვგულშემატკივრობ.

"მათ წარმატებას კონტინენტის პირველობაზე ოვაციებითა და აპლოდისმენტებით შევხვდები, მინდა, დიდ წარმატებას მიაღწიონ და იმედია, ასეც იქნება", - აცხადებს დიმიტრი.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში, თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთადაა.

რაც შეეხებათ სერბებს, მათი მეტოქეები C ჯგუფში დანია, სლოვენია და ინგლისი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი