რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერ კარპინის მეუღლემ დარია კარინამ ის ორი ქვეყანა დაასახელა, რომელთაც ევროპის პირველობაზე გულშემატკივრობს.
"ევროპის ჩემპიონატზე გერმანელებსა და ქართველებს ვუგულშემატკივრებ. 2006-ში მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში გერმანიის ბანაკში ვიყავი და მათი ქომაგებით ძალიან აღვფრთოვანდი", - აცხადებს დარია.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში, თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთადაა.
რაც შეეხება გერმანიას, ისინი A ჯგუფში შოტლანდიის, უნგრეთისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად არიან.