ლეგენდარულმა მეკარემ, ჯალუიჯი ბუფონმა ნაპოლიში კონტეს დანიშვნაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა და ეს ტრანსფერი ყველიან მაკარონს "შეადარა".
"ანტონიოს ტრანსფერი ნეაპოლში? კონტეს მისვლა ნაპოლიში ჰგავს ყველიან მაკარონს - ქალაქში ამაზე უკეთესი საჭმელი არ კეთდება, კონტეზე იდეალური ვარიანტი კი ამ პოსტზე არ არსებობდა (იცინის)"
შეგახსენებთ, რომ ჩავარდნილი სეზონის და სამი მწვრთნელის გამოცვლის შემდეგ, პარტენოპეი ანტონიო კონტემ ჩაიბარა, რომელმაც იტალიაში, ინტერთან ერთად სკუდეტოს მოგება მოახერხა.