რა თანხას მიიღებს თითოეული გერმანიის ნაკრების წევრი ევროპაზე მოგების შემთხვევაში » სპორტის ხაზი

რა თანხას მიიღებს თითოეული გერმანიის ნაკრების წევრი ევროპაზე მოგების შემთხვევაში

რა თანხას მიიღებს თითოეული გერმანიის ნაკრების წევრი ევროპაზე მოგების შემთხვევაში
1-06-2024, 19:53
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმაზე, თუ როგორ დააჯილდოვებენ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემთხვევაში.

ჯგუფურ ეტაპზე წარმატების მიღწევისთვის ნაკრების თითოეული წევრი 50 000 ევროს მიიღებს, 1/4 ფინალში გამარჯვებისთვის 100 000, ხოლო ნახევარფინალში გასვლისთვის 150 000 ევროს.

ჩემპიონობის შემთხვევაში, გერმანელები თითოეულ კაცზე 400 000 ევროს მიიღებენ, ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის კი 250 000-ს.

გერმანიის საფეხბურთო კავშირი თვლის, რომ ეს მოთამაშეებისთვისა და პრესონალისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი