ხვიჩა ფრანგებს პირად დეტალებზე შეუთანხმდა - რას იზამს ნაპოლის პრეზიდენტი? » სპორტის ხაზი

ხვიჩა ფრანგებს პირად დეტალებზე შეუთანხმდა - რას იზამს ნაპოლის პრეზიდენტი?

ხვიჩა ფრანგებს პირად დეტალებზე შეუთანხმდა - რას იზამს ნაპოლის პრეზიდენტი?
1-06-2024, 11:21
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული გამოცემის, კერძოდ ფრანგული L'equipe-ს მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, მწვანე შუქი კი ახლა დე ლაურენტისმა უნდა აანთოს.

მიუხედავად თავად ფეხბურთელის პარიზში თამაშის სურვილისა, ნაპოლის პრეზიდენტს კვარაცხელიას გაყიდვა არ სურს, ყოველ შემთხვევაში იმ თანხად, რაც ბოლო პერიოდში მედიისგან სახელდებოდა (საუბარია 100 მილიონ ევროზე).

ხვიჩა პარიზელებს პირადად კი შეუთანხმდა, მაგრამ კლუბებს შორის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, რის გამოც ვერ ვიტყვით, რომ ტრანსფერი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ანტონიო კონტეს კვარაცხელიას შენარჩუნება სურს, თუმცა მისით აღფრთოვანებულია ლუის ენრიკეც.

- წერს გამოცემა.

სხვათა შორის, ფრანგულ მედიაში 100 და 110-მილიონიანი წინადადებები უარყვეს. მათი ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი მხოლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, რასაც, წესით, დე ლაურენტისი სასაცილოდაც კი არ მიიღებს.

მოკლედ, სიტუაცია ასეთია - ხვიჩას პარი სენ-ჟერმენის იდეა მოსწონს და ფრანგებიც დაინტერესებულნი არიან, თუმცა არა იმდენად, რომ დათმობაზე წავიდნენ და დე ლაურენტისის ფინანსური მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილონ. როგორც აქამდე ითქვა, ნაპოლის პრეზიდენტი შეთავაზების განხივლას 130 მილიონი ევროდან დაიწყებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი