კომპანის პირველი მოთხოვნა ბაიერნში: "მომიყვანეთ ეს ქართველი ფეხბურთელი" » სპორტის ხაზი

კომპანის პირველი მოთხოვნა ბაიერნში: "მომიყვანეთ ეს ქართველი ფეხბურთელი"

კომპანის პირველი მოთხოვნა ბაიერნში: "მომიყვანეთ ეს ქართველი ფეხბურთელი"
31-05-2024, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ის ბელგიელი ვენსან კომპანია, რომელმაც გერმანულ გრანდში თომას ტუხელი ჩაანაცვლა.

როგორც ესპანური Eldesmarque წერს, კომპანიმ ბაიერნის ხელმძღვანელობას პირველი მოთხოვნა უკვე წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბელგიელი გიორგი მამარდაშვილის დამატებას მოითხოვს.

სხვათა შორის, გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიასთან საუბრისას თავადვე დაადასტურა, რომ ბაიერნში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მაშინ გერმანელებმა ვალენსიას დასახელებული თანხა ვერ გადაიხადეს და ტრანსფერიც სწორედ ამიტომ ჩავარდა.

Eldesmarque წერს, რომ კომპანი გიორგის ჯერ კიდევ ბარნლიში მუშაობის პერიოდიდან აკვირდება და ახლა ვენსანის დიდი სურვილია, რომ ეს თანამშრომლობა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიას პრეზიდენტი, პეტერ ლიმი ქართველ მეკარეს 40 მილიონ ევროდ აფასებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი