VIDEO: "ამას რატომ უნდა მოვუგოთო ამბობდნენ" - ლევან სალუქვაძე თემურ ქეცბაიას აკრიტიკებს? » სპორტის ხაზი

VIDEO: "ამას რატომ უნდა მოვუგოთო ამბობდნენ" - ლევან სალუქვაძე თემურ ქეცბაიას აკრიტიკებს?

VIDEO: "ამას რატომ უნდა მოვუგოთო ამბობდნენ" - ლევან სალუქვაძე თემურ ქეცბაიას აკრიტიკებს?
31-05-2024, 16:37
Aa Aa
გაზიარება:

იუთუბის სპორტულ პოდკასტში (არხი ამბასადორი), რომლის წამყვანებიც ლუკა ხოჯავა და გიორგი პავლიაშვილი არიან, სტუმრად ლევან სალუქვაძე იმყოფებოდა და საუბარი ძირითადად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ევრო 2024-ს შეეხებოდა.

ერთ-ერთ მონაკვეთში ლევანმა ნაკრების გეგმებზე და მოგებასთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა. სპორტულმა კომენტატორმა წარსული და ის ადამიანები გაიხსენა, რომლებიც მოუგებლობის გასამართლებელ მიზეზებს ეძებდნენ, ასეთი კი თემურ ქეცბაიასგან არაერთხელ გვინახავს, - იხილეთ ვიდეო

ზოგადად, ცნობილია, რომ ლევანს თემურისთან არც თუ კარგი დამოკიდებულება აქვს. ცხადია, როგორც ფეხბურთელს ჟურნალისტი ქეცბაიას ძალიან აფასებს, მაგრამ სალუქვაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ მწვრთნელის ამპლუაში ქეცბაიამ ისევე ვერ ივარგა, როგორც ეს ფეხბურთელობის პერიოდში მოხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი