უცნობი ისტორია - რატომ ვერ გააფორმა კვარაცხელიამ აზერბაიჯანელებთან კონტრაქტი » სპორტის ხაზი

უცნობი ისტორია - რატომ ვერ გააფორმა კვარაცხელიამ აზერბაიჯანელებთან კონტრაქტი

უცნობი ისტორია - რატომ ვერ გააფორმა კვარაცხელიამ აზერბაიჯანელებთან კონტრაქტი
31-05-2024, 13:56
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ თავის შვილზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ნაპოლის 77-ე ნომერს თავის დროზე აზერბაიჯანის კლუბ ყარაბახში სათამაშოდ იწვევდნენ.

"დიახ, ეს სრული სიმართლეა. იყო დრო, როდესაც ჩემს შვილს 16 წლის ასაკში თავისთან სათამაშოდ ყარაბახი ეპატიჟებოდა."

"მაშინ ხვიჩა სრულწლოვანი არ იყო და 18 წლამდე პროფესიონალური ხელშეკრულების გაფორმება არ შეეძლო. გარდა ამისა, დინამო თბილისი აზერბაიჯანულ კლუბს საკმაოდ დიდ კომპენსაციას სთხოვდა"
, - ამბობს ბადრი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მამას სანაკრებო დონეზე აზერბაიჯანში 3 შეხვედრა აქვს გამართული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი