ოფიციალურად: თურქეთის ნაკრებს საკვანძო ფიგურა გამოაკლდება! » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: თურქეთის ნაკრებს საკვანძო ფიგურა გამოაკლდება!

ოფიციალურად: თურქეთის ნაკრებს საკვანძო ფიგურა გამოაკლდება!
30-05-2024, 20:06
Aa Aa
გაზიარება:

EURO 2024-ზე თურქეთის ნაკრებს ჩაგლარ სოიუნჯუ დააკლდებათ.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ 28 წლის მცველმა და „ფენერბაჰჩესა“ „ისტანბულსპორის“ დაპირისპირებაში ბარძაყის კუნთი დაიზიანა. მედიკოსებმა განაცხადეს, რომ აღდგენით პროცედურებს მინიმუმ 3 კვირა დასჭირდება, რის გამოც იგი ვერ ივარჯიშებს.

შესაბამისად, თურქეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვინჩეცნო მონტელას მისი განაცხადიდან ამოგდება მოუწია.

ჩაგლარს ეროვნულ გუნდში 55 შეხვედრა აქვს ჩატარებული. იგი ერთ-ერთი ლიდერია და, რა თმა უნდა, ვინჩენცო მას ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებდა.

ასე და ამგვარად, 22 ივნისს თურქებს საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი დააკლდებათ ჩაგლარის სახით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი