„შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
-60 კგ წონით კატეგორიაში აწ უკვე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი იასპარეზებს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია თავად დაადასტურა.
"მსოფლიო ჩემპიონატმა, რა თქმა უნდა, დადებითი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. ყველანაირად ვეცდები, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახარო.
მე პირველი ქართველი ვიქნები, რომელიც ოლიმპიადაზე ჩაერთვება და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ჩვენს დელეგაციას მოტივაცია მივცე.
ჩვენი ჯუდოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიჭებისა და გოგონების შერეული გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას მიიღებს. ამ მხრივ მე მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ მთელი გულით მათი მხარდამჭერი ვიქნები."