უცხოური მედიისგან მიჩვეულები ვიყავით ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარს, თუმცა ამ სიას კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე შეემატა, რომელიც გასაოცარ ფორმაშია და ბოლოდროს "სლოვანის" ერთ-ერთ ლიდერადაც კი ჩამოყალიბდა.
ამ ორ ფეხბურთელზე ცნობილი ტვიტერ გვერდი - Football Wonderkids საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ 90 წუთში, გიორგი ჩაკვეტაძე საშუალოდ 3.93 დრიბლინგს ახორციელებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია - 3.41-ს.