ფაბრიციო რომანო: ლონდონის ჩელსის იტალიელი ენცო მარესკა ჩაიბარებს » სპორტის ხაზი

ფაბრიციო რომანო: ლონდონის ჩელსის იტალიელი ენცო მარესკა ჩაიბარებს

ფაბრიციო რომანო: ლონდონის ჩელსის იტალიელი ენცო მარესკა ჩაიბარებს
29-05-2024, 14:47
Aa Aa
გაზიარება:

ფაბრიციო რომანო წერს, რომ ლონდონის ჩელსიდან მაურისიო პოჩეტინოს გაშვების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტს იტალიელი ენცო მარესკა დაიკავებს.

"მარესკა ჩელსისთან კონტრაქტის 5 წლით გაფორმებას დასთანხმდა. გარდა ამისა, მარესკას ხელშეკრულების 2030 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნება."

"ჩელსის ხელმძღვანელობა ლესტერს მარესკას კომპენსაციისთვის 8 მილიონ ევროს გადაუხდის. ასევე, დამატებით თანხმა მარესკას სტაფისთვის იქნება გადახდილი"
, - წერს ჟურნალისტი.

ენცო მარესკას გუნდში ვილი კაბალიერო, დენი უოკერი, მიშელ დე ბერნანდინი, მარკოს ალვარესი და ხავიერ კაბალიერო იმუშავებენ.

44 წლის მარესკა ლესტერში 2023 წლიდან მუშაობდა. გარდა ლესტერისა, იტალიელ სპეციალისტს პარმაშიც აქვს ნამუშევარი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი