MARCA : "საქართველოს ნაკრებს EURO 2024-ზე ერთი დიდი პლიუსი ექნება" » სპორტის ხაზი

MARCA : "საქართველოს ნაკრებს EURO 2024-ზე ერთი დიდი პლიუსი ექნება"

MARCA : "საქართველოს ნაკრებს EURO 2024-ზე ერთი დიდი პლიუსი ექნება"
8-06-2024, 21:10
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ესპანური გამოცემა "Marca" ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შანსის შესახებ წერს.

"ამ გუნდისთვის ასეთი დონის ტურნირი უცხო ხილია, რაც მოათამაშეებს წნეხს უმცირებს და მიღწეული პატარა დადებით მაჩვენებელიც კი მათთვის დიდ წარმატებად ჩაითვლება.

"მინუსი? ალბათ ის, რომ ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში მათი ფეხბურთელებიდან მხოლოდ სამი ასპარეზობს, კვარაცხელია, მიქაუტაძე და მამარდაშვილი. სანიოლის თუ კი რამე აქვს დასაკვეხნი, მხოლოდ საქართველოს ნაკრებში, რადგან "ბორდოში" განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

"მიუხედავად იმისა, რომ ვილი მაინც ავტორიტეტია, EURO 2024-ზე ქართველებისგან მთავარი ფიგურა ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელიც შარშან იტალიის მოქმედი ჩემპიონი გახდა და "ნაპოლისთან" ერთად კარგი სეზონის შემდეგ მიწაზე დაეშვა.

"იმედია, გერმანიაში ძველებურ კვარას ვიხილავთ. საქართველოს ნაკრები მარტივი მეტოქე არავისთვის იქნება და ის ფაქტი, რომ მათზე დიდი წნეხი არ იქნება, დიდ პლიუსს აძლევს ქართველებს", - ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი