მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და კარლსრუეს ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.
"ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვარ არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი. ყველა ერთად მოვემზადებით ამ ისტორიული ტურნირისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გერმანიიდან თავაწეულები და რაც შეიძლება გვიან დავბრუნდეთ. რაც უფრო მეტს ვითამაშებთ, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება", - თქვა ბუდუმ.
საქართველო ავსტრიაში უკვე გაემგზავრა და მზადებაც ოფიციალურად დაწყებულია. ვილი სანიოლის გუნდი ერთადერთ ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს გამართავს, მეტოქე კი მონტენეგრო იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას, ის საქართველოს ნაკრებს 18 ივნისს თურქეთთან ელის.