საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბორდოს ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი ევრო 2024-ის შესახებ გააკეთა.
"ჩემი აზრით, პლეი ოფის ორი თამაშის შემდეგ გუნდში განსხვავებული განწყობა იქნება. ლუქსემბურგსა და საბერძნეთთან დაძაბული შეხვედრები იყო, ახლა კი ეს წნეხი მოგვეხსნა."
"პირადად მე საერთოდ არ ვნერვიულობ, პირიქით, ევროპის ჩემპიონატით უნდა ვისიამოვნოთ. დაძაბულები არ ვართ და, ჩემი აზრით, ეს დაგვეხმარება. ყველა ფეხბურთელი ასეთი განწყობითაა", - თქვა ზურიკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს.