L'equipe ადასტურებს - გიორგი მიქაუტაძე მონაკოს სამიზნეა » სპორტის ხაზი

L'equipe ადასტურებს - გიორგი მიქაუტაძე მონაკოს სამიზნეა

L'equipe ადასტურებს - გიორგი მიქაუტაძე მონაკოს სამიზნეა
26-05-2024, 17:41
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ახალი სეზონიდან მონაკოს მაისური უნდა მოირგოს.

ამ ინფორმაციას თვით L'equipe ადასტურებს, რომლის მტკიცებითაც ფრანგული კლუბის სამიზნეებში სხვა ფეხბურთელებიც არიან.

"მონაკო ადასტურებს, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ვისამ ბენ იედერი დატოვებს. 5 წლის შემდეგ მონაკოს ახალი ფორვარდი ეყოლება და მათ სიაში სამი ფეხბურთელის გვარს ვხვდებით."

"პირველი გიორგი მიქაუტაძეა, მეორე ჩელსის არმანდო ბროია, მესამე კი კარიმ კონატე. გიორგი მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომლისადმიც ინტერესი სხვა კლუბების მხრიდანაც არსებობს, რის გამოც მის შეძენაზე დიდი კონკურენციაა შექმნილი"
, - წერს გავლენიანი ფრანგული გაზეთი.

გიორგი მიქაუტაძე ახლა მეცზეა ორიენტირებული. სულ რაღაც 4 დღეში მეცი სენტ ეტიენს შეხვდება და შეეცდება, რომ ორმატჩიან დუელში გამარჯვების მოპოვებით ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი