"კვარაცხელია? ჩვენ ყოველთვის.." - რას ამბობს მადრიდის "რეალის" პრესპიკერი ხვიჩაზე? » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია? ჩვენ ყოველთვის.." - რას ამბობს მადრიდის "რეალის" პრესპიკერი ხვიჩაზე?

"კვარაცხელია? ჩვენ ყოველთვის.." - რას ამბობს მადრიდის "რეალის" პრესპიკერი ხვიჩაზე?
4-11-2022, 22:10
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიასა და მადრიდის "რეალის" შესაძლო კავშირისა და პოტენციური ტრანსფერის შესახებ ისაუბრა ამავე გუნდის პრესპიკერმა ხუან კამილო ანდრადემ, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:

"სიმართლე გითხრათ, პირადად მე ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, რადგან ეს კლუბის შიდა და ღრმა საკითხებს ეხება. ჩვენ ყოველთვის საიდუმლოდ ვინახავთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მსგავსი თემატიკიდანაა, ის მხოლოდ სპორტის დეპარტამენტს ეხება." - თქვა სამეფო გუნდის პრესპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საოცნებო გუნდი სწორედ მადრიდის "რეალია", რომელთან ქართველი ფეხბურთელის კავშირზეც უკვე რამდენიმე კვირაა შეუჩერებლად იწერება. ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი ცალკეუილი ჟურნალისტი თუ უშუალოდ სპორტული გამოცემა მოგროვდა, რომლებიც ერთხმად ამტკიცებენ, რომ სამეფო გუნდი ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულადაა დაინტერესებული და მის თამაშზე "რეალმა" სკაუტებიც კი გაგზავნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი