პეპე ევროპის ჩემპიონატის რეკორდს მოხსნის » სპორტის ხაზი

პეპე ევროპის ჩემპიონატის რეკორდს მოხსნის

პეპე ევროპის ჩემპიონატის რეკორდს მოხსნის
25-05-2024, 22:46
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბევრ დასამახსოვრებელ კადრს ვიხილავთ.

ფეხბურთელების გარკვეული ნაწილისთვის EURO 2024 უკანასკნელი იქნება და მათ შორისაა პორტუგალიელი მცველი პეპე.

იგი 41 წლისაა და, დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს, თუმცა საბოლოოდ ჩამპკიდებს თუ არა ბუცებს ლურსმანზე ჯერ კიდევ საკითხავია.

რაც არ უნდა იყოს, იგი გახდება ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია. 41 წელი რეკორდული მაჩვენებელია.

აქამდე ეს წოდება უნგრელ მეკარეს გაბორ კირალის ეკუთვნოდა, რომელმაც ბოლო მატჩი 2016 წლის 26 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ გამართა. იმ დროს უნგრელი 40 წლის (2 თვე და 25 დღე) გახლდათ.

რაც შეეხება პეპეს, ასაკის მიუხედავად იგი მაინც მაღალ დონეზე ასპარეზეობს. პორტუს რიგებში მან მიმდინარე სეზონში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 3 გოლი და სხვას 2-ჯერ გაატანინა.

2007-დან 2017 წლებში პორტუგალიელი "რეალში" გამოდიოდა, შემდეგ "ბეშიქთაშს" მიაშურა, ერთი წელი თურქეთში დაჰყო და მომდევნო სეზონი დაისვენა, სანამ კვლავ "პორტუში" არ დაბრუნდა 2019 წელს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი