უდიდესი წარმატება - თიბილაშვილმა და ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს » სპორტის ხაზი

უდიდესი წარმატება - თიბილაშვილმა და ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

უდიდესი წარმატება - თიბილაშვილმა და ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
24-05-2024, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავეებმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილი ტურნირის ნახევარფინალში ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, ირმა ხეცურიანმა კი ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება ასევე ჩინელ პარასპორტსმენთან დათმო.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ბრაზილიაში ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მედლების მოპოვებას რაპირით ფარიკაობაში შეეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ ეტლით ფარიკაობაში სან პაულუს 2024 მსოფლიო თასის გათამაშება პარიზის პარალიმპიადის შემაჯამებელი ტურნირია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი