დღეს დილიდან აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ 2024 წლის კოპა ამერიკის მიმდინარეობისას მსაჯები ახალ, ვარდისფერ ბარათს გამოიყენებენ.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ამ ბარათის გამოყენებას არბიტრები მხოლოდ მაშინ მიმართავენ, თუ ფეხბურთელი თამაშიდან თავში მიღებული ტრავმის გამო გავა, მწვრთნელს კი ტრავმირებული მოთამაშის ჩანაცვლება მე-6 ცვლილებით შეეძლება.
ამ სიახლესთან დაკავშირებით გულშემატკივართა აზრი ორად იყოფა. ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის სიახლისთვის ბარათის ჩართვა საჭირო სულაც არაა, ნაწილი კი სიახლეს ჩვეულებრივ მიესალმება.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად იგეგმება ვარდისფერი ბარათის სხვა ჩემპიონატებში გამოყენება. დიდი ალბათობით, დანარჩენები გადაწყვეტილებას სწორედ კოპა ამერიკის პრაქტიკიდან გამომდინარე მიიღებენ.