შერაზადიშვილის ტრიუმფი - ნიკოლოზმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა! » სპორტის ხაზი

შერაზადიშვილის ტრიუმფი - ნიკოლოზმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა!

შერაზადიშვილის ტრიუმფი - ნიკოლოზმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა!
23-05-2024, 18:25
Aa Aa
გაზიარება:

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ბრძოლა კაილ რეიესის წინააღმდეგ გამართა.

-100კგ კატეგორიის ბრძოლაში წარმოშობით ქართველმა ძიუდოისტმა კანადელი მეტოქე შიდოების უპირატესობით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შერაზადიშვილმა ტურნირი რაფაელ ბუზაკარინის დამარცხებით დაიწყო, რასაც კიდევ ერთი გამარჯვება ფრანცისკო ბალანტასთან მოსდევდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზი ბალანტას შემდეგ აზერბაიჯანელ ზელიმ კოტსოიევთან დამარცხდა, შემდეგ კი რეპეშაჟის მოგებით კაილ რეიესამდე და ბრინჯაოს მედლამდე მივიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი