"გთხოვთ, ფოკუსირებულები ფეხბურთზე იყავით" | FIFA-ს პრეზიდენტის საჯარო განცხადება » სპორტის ხაზი

"გთხოვთ, ფოკუსირებულები ფეხბურთზე იყავით" | FIFA-ს პრეზიდენტის საჯარო განცხადება

"გთხოვთ, ფოკუსირებულები ფეხბურთზე იყავით" | FIFA-ს პრეზიდენტის საჯარო განცხადება
4-11-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს, რომელიც ყატარში უნდა გაიმართოს ძალიან ბევრი მომჩივანი გამოუჩნდა. მაგალითად, ავსტრალიის ნაკრები გახდა პირველი მხარე, რომელმაც ყატარში დასაქმებული მუშების მდგომარეობა და ერთსქესიანთა ქორწინების კრიმინალიზაციად დაკანონება გააპროტესტა. გარდა ამისა, ორივე ბრიტანული ქვეყანა, ინგლისიც და უელსიც აპირებს, რომ LGBT თემის მხარდასაჭერი საკმლაურებით ითამაშონ, რაზეც FIFA-ს პრეზიდენტმა შემდეგი რამ განაცხადა:

"გთხოვთ, იყავით ფეხბურთზე ფოკუსირებულები. ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთს დახურულ სივრცეში არ თამაშობენ და მსოფლიოში ბევრი პოლიტიკური გამოწვევა არსებობს, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ფეხბურთი იმ იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაეშვას, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობენ. FIFA-ში ვცდილობთ, რომ ყველას აზრსა და რწმენას ვცეთ პატივი მიუხედავად მათი განსხვავებულობისა და ამას ზედმეტი მორალის კითხვის გარეშე ვაკეთებთ. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ძალა მისი მრავალფეროვნებაა და არ არსებობს არცერთი ერი, რომელიც შეიძლება სხვა ნებისმიერ ერზე უკეთესი იყოს. ეს პრიცნიპი ურთიერთპატივისცემისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძველია და ეს გახლავთ ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება. ასე რომ, გთხოვთ, ეს კარგად გახსოვდეთ და ფეხბურთი ცენტრალურ ადგილას დავტოვოთ. ყატარში ჩვენ ყველას მივესალმებით მიუხედავად მათი რწმენისა, წარმომავლობისა, შეხედულებებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა." - ჯანი ინფანტინო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი