ჩეხ მცველს ევროზე ხვიჩა უნდა შეეჩერებინა და კლუბში გართობისთვის ნაკრებიდან გააგდეს » სპორტის ხაზი

ჩეხ მცველს ევროზე ხვიჩა უნდა შეეჩერებინა და კლუბში გართობისთვის ნაკრებიდან გააგდეს

ჩეხ მცველს ევროზე ხვიჩა უნდა შეეჩერებინა და კლუბში გართობისთვის ნაკრებიდან გააგდეს
22-05-2024, 14:58
Aa Aa
გაზიარება:

როგორც განრიგშია გაწერილი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რიგით მეორე შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ უნდა გამართოს, რომლის შიდა სამზარეულოშიც არც ისე კარგი ამბებია.

ყველაფერი ამავე ნაკრებისა და ვესთ ჰემის მარჯვენა მცველს, ვლადიმირ ცოუფალს ეხება, რომელიც თვეების წინ ღამის კლუბში უდროო დროს შენიშნეს და ნაკრებიდან დაუყოვნებლივ გაიხმეს.

ცხადია, რომ არა ეს შემთხვევა, კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე სწორედ 31 წლის ცოუფალი დაუდგებოდა, რომელიც პრემიერ ლიგაში უკვე წლებია თამაშობს, თანაც საკმაოდ კარგად და მაღალ დონეზე.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ცოუფალს ნაკრებში არ დააბრუნებენ და მის ადგილს ახალგაზრდა დავიდ დოუდერა შეავსებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი