რომელი ნაკრები უფრო ძვირად ფასობს? - საქართველო და ჩვენი მეტოქეები » სპორტის ხაზი

რომელი ნაკრები უფრო ძვირად ფასობს? - საქართველო და ჩვენი მეტოქეები

რომელი ნაკრები უფრო ძვირად ფასობს? - საქართველო და ჩვენი მეტოქეები
22-05-2024, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპს თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.

თითქოს, ერთი შეხედვით საქართველო ამ ჯგუფში და ზოგადად, ტურნირზე ყველაზე სუსტ გუნდადაა მონათლული, რაც ბუქმეიკერებმა თავიანთი შეფასებებით დაადასტურეს კიდეც, - მათ საქართველოს ტურნირის მოგების ყველაზე ცოტა, 0.1% მაჩვენებელი მისცეს.

მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესოა ამავე ნაკრებთა ჯამური ღირებულებების შედარება. აი, როგორ გამოიყურება სია შესაბამისი თანმიმდევრობით.

1. პორტუგალია - 1.04 მილიარდი
2. თურქეთი - 385 მილიონი
3. საქართველო - 151 მილიონი
4. ჩეხეთი - 150 მილიონი

როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრები ჯამური ღირებულებით ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ასწრებს. ცხადია, ეს ყოველივე უმთავრესად ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ფასის დამსახურებაა. შეგახსენებთ, რომ კვარა ამ მომენტისთვის 80-85 მილიონი ევრო ღირს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი