"ინტერის" მიმდინარე სეზონის გოლეადორმა ლაუტარო მარტინესმა თავის მომავალზე ისაუბრა.
"ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რომ კლუბთან არსებული ხელშეკრულება გავახანგრძლივო. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ, თანაც რაც შეიძლება მალე", - აცხადებს მარტინესი.
არგენტინელ ფეხბურთელს "ინტერთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება. რა თქმა უნდა, "ნერაძური" მისით კმაყოფილია და შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი.
აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომელიც "SkySport"- ის სტატიიდან ციტირებს ლაუტაროს სიტყვებს.