გვარდიოლა: "ფული ყველაფერს არ წყვეტს, ასე რომ იყოს, მაშინ სულ მანჩესტერი მოიგებდა" » სპორტის ხაზი

გვარდიოლა: "ფული ყველაფერს არ წყვეტს, ასე რომ იყოს, მაშინ სულ მანჩესტერი მოიგებდა"

გვარდიოლა: "ფული ყველაფერს არ წყვეტს, ასე რომ იყოს, მაშინ სულ მანჩესტერი მოიგებდა"
14-05-2024, 17:36
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტის დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ტოტენჰემის შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და ფეხბურთში ფულის ფაქტორზე ისაუბრა.

"ვიღაცები ამბობენ, რომ ფული საკვანძო საკითხია და სიტი წარმატებას ამიტომ აღწევს, რაც ასე არაა, რადგან ფული ყველაზე მნიშვნელოვანი რომ იყოს, მაშინ ტიტულებს მუდმივად მანჩესტერი, შემდეგ ჩელსი, შემდეგ კი არსენალი მოიგებდა."

"ამ გუნდებმა ბოლო წლებში ჩვენზე ბევრი დახარჯეს, მაგრამ ხედავთ, რომ ტიტულებს თითქმის სულ ჩვენ ვიგებთ. ეს იმას ამბობს, რომ ფული ყველაფერს არ წყვეტს"
, - ამბობს პეპი.

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემისა და მან.სიტის დღევანდელი დაპირისპირება 23:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი