ოფიციალური ვალენსია: "გიორგი მამარდაშვილი სტატისტიკით ლა ლიგის საუკეთესო მეკარეა!" » სპორტის ხაზი

ოფიციალური ვალენსია: "გიორგი მამარდაშვილი სტატისტიკით ლა ლიგის საუკეთესო მეკარეა!"

ოფიციალური ვალენსია: "გიორგი მამარდაშვილი სტატისტიკით ლა ლიგის საუკეთესო მეკარეა!"
14-05-2024, 14:46
Aa Aa
გაზიარება:

ვალენსიას ოფიციალური გვერდი გიორგი მამარდაშვილის ლა ლიგაში საუკეთესო მეკარეობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს:

"გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე შედეგებს აღწევს, ის საუკეთესოა ლა ლიგის მეკარეებს შორის – ესპანეთის ჩემპიონატის 2023-24 წლების სეზონში გიორგიმ გუნდი გოლებისგან ყველაზე მეტჯერ გადაარჩინა."

"სტატისტიკის ვებგვერდის, Opta-ს მონაცემებით, მიმდინარე ჩემპიონატის 35 ტურში ვალენსიას კარისკენ 131-ჯერ დაარტყეს, მათგან მამარდაშვილმა მხოლოდ 34 ბურთი (ავტოგოლების გამოკლებით) გაუშვა - ღამურების მეკარემ საშუალოდ ყველაზე მეტი დარტყმა მოიგერია."

"მიმდინარე სეზონის განმავლობაში მამარდაშვილმა ლა ლიგაში ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი (69) დაიწყო ძირითად შემადგენლობაში და ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი ჩაატარა (13), ამ მაჩვენებლით მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა."

"უნაი სიმონთან ერთად, გიორგი საუკეთესო მეკარეა, რომელმაც სეზონში ყველაზე მეტი პენალტი (3) მოიგერია. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი მარტში 23-წლამდელ ფეხბურთელთა შორის თვის საუკეთესო მოთამაშეთა ნომინაციაში იყო დასახელებული"
, - წერს ვალენსიას გვერდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი