დანაკლიებით - როგორ გამოვა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე » სპორტის ხაზი

დანაკლიებით - როგორ გამოვა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე

დანაკლიებით - როგორ გამოვა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე
14-05-2024, 14:19
Aa Aa
გაზიარება:

ლაშა გუჯეჯიანი, რომელსაც ყველა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვიცნობთ, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით იმ 12 მებრძოლის სია წარადგინა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

მამაკეცების სია ასე გამოიყურება.

-60 კგ - გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
-90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

რაც შეეხება ქალბატონებს:

-57 კგ - ნინო ლოლაძე
-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი

ოლომპიადისთვის დასვენების მიზნით შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ლაშა ბექაური, ილია სულმანიძე და ეთერ ლიპარტელიანი.

ჩემპიონატი 2024 წელს გაიმართება 19-23 მაისს ინდივიდუალურ, ხოლოდ 24-ში გუნდურ შეჯიბრში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი