"აი, როგორი მონაცემები უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს რეალში სათამაშოდ" - რა თქვა კვარაზე ესპანელმა მწვრთნელმა? » სპორტის ხაზი

"აი, როგორი მონაცემები უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს რეალში სათამაშოდ" - რა თქვა კვარაზე ესპანელმა მწვრთნელმა?

"აი, როგორი მონაცემები უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს რეალში სათამაშოდ" - რა თქვა კვარაზე ესპანელმა მწვრთნელმა?
3-11-2022, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო სიახლეებს მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მწვრთნელი, ესპანელი რაულ რიანჩო გამოეხმაურა, რომელმაც ის საჭირო თვისებები ჩამოთვალა, რომლებიც ნებისმიერ მოთამაშეს უნდა ჰქონდეს, ვისაც კი მადრიდის "რეალში" თამაში სურს:

"სატრანსფერო ჭორებს დიდად არც დავკვირვებივარ, თუმცა გავიგე, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბევრ წამყვან კლუბს სურს. საქმე ისაა, რომ რეალის მსგავს გუნდთან ინტეგრაციისთვის საჭირო არამხოლოდ კარგი სპორტული მონაცემები, არამედ სხვა მნიშვნელოვანი ფასეულობებიცაა. იმისთვს, რომ მადრიდის რეალში მოხვდე, შენ განსაკუთრებული ჭკუა უნდა გაგაჩნდეს და არ ვიცი ის, თუ რამდენადაა ხვიჩა კვარაცხელია მზად, რომ დღესვე გადაბარგდეს მადრიდულ გრანდში. იცით, რომ ბევრი შემთხვევა გვქონია, როდესაც დიდი ფეხბურთელები რეალში წასულან და იქ არსებული წნეხი მათთვის გადაულახავი დაბრკოლება გამხდარა." - რაულ რიანჩო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საოცნებო კლუბი სწორედ მადრიდის "რეალია".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი