"ვერ ვხედავ მიზეზს, ფინალში რატომ არ უნდა მოვიგოთ?" - რა თქვა ჰუმელსმა გამარჯვების შემდეგ? » სპორტის ხაზი

"ვერ ვხედავ მიზეზს, ფინალში რატომ არ უნდა მოვიგოთ?" - რა თქვა ჰუმელსმა გამარჯვების შემდეგ?

"ვერ ვხედავ მიზეზს, ფინალში რატომ არ უნდა მოვიგოთ?" - რა თქვა ჰუმელსმა გამარჯვების შემდეგ?
8-05-2024, 19:45
Aa Aa
გაზიარება:

პარის სენ-ჟერმენის დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, ბორუსიელთა მცველმა, მატს ჰუმელსმა, კომენტარი გააკეთა.

"ჩემპიონთა ლიგაზე სულ ხუთი გოლი მაქვს გატანილი. ჩვენ ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრიდან უკვე ვიცოდით, რომ წინსვლა შეგვეძლო, ვიცოდით, რომ ყოველ მატჩში მოვუმატებდით.

ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. დღეს, ვიყავით აქტიურები და კარგად გამოვიყენეთ ის ატმოსფერო, რაც სტადიონზე იყო შექმნილი საჩვენოდ. ეს იყო ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი."
- თქვა ჰუმელსმა.

შეხსენებისთვის, პსჟ-ს კარი სწორედ ჰუმელსმა აიღო და ორივე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ვეტერანი გერმანელი დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი