ხვიჩა კვარაცხელიამ ივარჯიშა - როგორია ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა? » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიამ ივარჯიშა - როგორია ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ხვიჩა კვარაცხელიამ ივარჯიშა - როგორია ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
8-05-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ოფიციალური ვებსაიტი წერს, რომ ტრავმირებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა.

მათი ინფორმაციით, ქართველმა ვინგერმა მინდორზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, დანარჩენმა ტრავმირებულებმა კი (რასპადორიმ და ჟიელინსკიმ) ანალოგიური სპორტულ დარბაზში გააკეთეს.

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერმა 6 მაისის მატჩი ბარძაყის კუნთის დაჭიმულობის გამო გამოტოვა, რომელიც ნაპოლიმ უდინეზესთან გამართა და სახლში მხოლოდ 1 ქულით დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ პარტენოპეი თავის მომდევნო შეხვედრას 11 მაისს გამართავს, მეტოქე კი ბოლონია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი