იტალიელი ჟურნალისტი: "ოსიმენის ტრანსფერში რომელუ ლუკაკუს ჩართვის ალბათობა არსებობს" » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი: "ოსიმენის ტრანსფერში რომელუ ლუკაკუს ჩართვის ალბათობა არსებობს"

იტალიელი ჟურნალისტი: "ოსიმენის ტრანსფერში რომელუ ლუკაკუს ჩართვის ალბათობა არსებობს"
8-05-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ ვიქტორ ოსიმენმა სულ მალე ნაპოლი უნდა დატოვოს.

აქამდე პარი სენ-ჟერმენის ინტერესის შესახებ ძალიან ბევრი იწერებოდა, თუმცა ჯანლუკა დი მარციო ამბობს, რომ ვიქტორს ინგლისში თამაში ურჩევნია.

იტალიელი ინსაიდერის ინფორმაციით, არსებობს შანსი, რომ ლონდონის ჩელსიმ ოსიმენის ტრანსფერში ლუკაკუ ჩართოს, რომელიც ახლა რომაში თამაშობს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის სერია A-ში ოსიმენს მხოლოდ 15 გოლი აქვს გატანილი, რაც წინა სეზონის შედეგს 11-ით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი