"კვარაცხელიამ ამ სეზონში იტალიური ფეხბურთი გაანათა" - The Mirror ქართველზე სტატიას აქვეყნებს » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიამ ამ სეზონში იტალიური ფეხბურთი გაანათა" - The Mirror ქართველზე სტატიას აქვეყნებს

"კვარაცხელიამ ამ სეზონში იტალიური ფეხბურთი გაანათა" - The Mirror ქართველზე სტატიას აქვეყნებს
3-11-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანულმა გამოცემამ, The Mirror-მა "ლივერპულისა" და "ნაპოლის" მატჩის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოაქვეყნა და აღნიშნულ შეხვედრაში 21 წლის შემტევის კარგ თამაშს ხაზი გაუსვა.

"კარგი, შესაძლოა, თქვენ ამ სეზონში ტელევიზორში სერია A-ს რამდენიმე მატჩი ნახეთ ან ნეაპოლში ლივერპულის საცოდავი მარცხისას იქ იყავით, ან რაც უფრო სავარაუდოა, ენფილდზე იმყოფებოდით, რათა თვალისმომჭრელი ქართველი გეხილათ, რომელმაც ამ სეზონში იტალიური ფეხბურთი გაანათა. თუმცა საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილი ნაპოლის 77-ე ნომრის ტალანტის გაცნობის პროცესშია.

კვარაცხელია ადრეულ სტადიებზე ლივერპულისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა. შეტევებს ფლანგზე იწყებდა და მისი მეურვეობით ხანდახან სამი ფეხბურთელიც კი იყო დაკავებული.

მართალი გითხრათ, ჩვენც ყველას ასეთი გრძნობა დაგვეუფლა, თუმცა მომავალში, განსაკუთრებით, სხვა ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, არაა გამორიცხული, ფიზიკურ მომზადებასთან და კონდიციებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას - ეს მოთამაშეა, რომელიც ფეხბურთს თვალწარმტაცს ხდის"
- ვკითხულობთ სტატიაში.

შეგახსნებთ იმასაც, რომ ხვიჩას მონაგარი "ნაპოლის" მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი