საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
31-ე ტურში ოთარ კაკაბაძის კრაკოვიამ გურნიკს დიდი ანგარიშით, 5:0 მოუგო, ოთარმა კი მეტოქისთვის ერთი გოლის გატანა შეძლო.
ტურის დასრულების შემდეგ პოლონეთის ლიგამ სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც, ცხადია, რომ კაკაბაძეც მოახვედრეს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კრაკოვია პოლონეთის ლიგის მე-14 ადგილს 36 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას ორი ადგილით უსწრებს.