"ფინალში გასვლა რეალურია..." - ედინ ტერზიჩის კომენტარი საპასუხო ნახევარფინალურ დაპირისპირებამდე » სპორტის ხაზი

"ფინალში გასვლა რეალურია..." - ედინ ტერზიჩის კომენტარი საპასუხო ნახევარფინალურ დაპირისპირებამდე

"ფინალში გასვლა რეალურია..." - ედინ ტერზიჩის კომენტარი საპასუხო ნახევარფინალურ დაპირისპირებამდე
7-05-2024, 14:14
Aa Aa
გაზიარება:

პარის სენ-ჟერმენთან საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის წინ, კომენტარი გააკეთა დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი ტერზიჩის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით, 1:0, დასრულდა.

"პირველ შეხვედრაში მოვიპოვეთ დამსახურებული გამარჯვება და სასურველი შედეგის ბოლომდე მიყვანას საპასუხო მატჩშიც ვეცდებით. ჩვენი მიზანია ფრე ან თუნდაც მოგება, რატომაც არა?! ფინალში გასვლა რეალურია და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით." - თქვა ტერზიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი