დღეს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართება "ჟალგირსსა" და "სლოვანს" შორის.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე "ბრატისლავას" მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჯაბა კანკავაზეც ისაუბრა და განაცხადა.
"მჯერა, რომ ჯაბა გუნდს დაეხმარება. ის გუნდის ძრავია და განსაკუთრებული მოთამაშეა. მისი ჟინი და მონდომება სხვებსაც გადაედებათ. მაშინაც კი, როდესაც ავადმყოფობდა, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ის სხვებისთვისაც სამაგალითოა. " - თქვა 58 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდს 8 ქულა აქვს და ჯგუფს "ბაზელთან" დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერობენ. პლეი-ოფში გასასვლელად კი ხელს ფრეც უწყობთ.