ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გუშინ დასრულდა და დროა მკითხველს გავაცნოთ, თუ როდის გაიმართება ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის კენჭისყრა.
ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება და აცხადებს, რომ 2022/23-სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა ორშაბათს, 7 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე ჩატარდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთმანეთს მერვედფინალში ვერ შეხვდებიან ერთი ჯგუფიდან გასული გუნდები და ასევე ერთი ქვეყნის წარმომადგენლებიც.
პირველ ადგილოსნები: ნაპოლი, პორტუ, ბენფიკა, ბაიერნი, ტოტენჰემი, ჩელსი, რეალი, სიტი
მეორე ადგილოსნები: ლივერპული, ბრიუგე, ინტერი, პსჟ, აინტრახტი, მილანი, ლაიპციგი, დორტმუნდი.