ვიქტორ სანიკიძე: "ხალხის მხრიდან სპორტსმენებზე უდიდესი ზეწოლაა, რათა.." » სპორტის ხაზი

ვიქტორ სანიკიძე: "ხალხის მხრიდან სპორტსმენებზე უდიდესი ზეწოლაა, რათა.."

ვიქტორ სანიკიძე: "ხალხის მხრიდან სპორტსმენებზე უდიდესი ზეწოლაა, რათა.."
4-05-2024, 14:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა და პარლამენტის მოქმედმა წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

"დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა."

"არა მარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა."

"მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე"
, - თქვა ვიქტორ სანიკიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.