მარცხი ორ სეტში - ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერს 1/16 ფინალში გამოეთიშა » სპორტის ხაზი

მარცხი ორ სეტში - ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერს 1/16 ფინალში გამოეთიშა

მარცხი ორ სეტში - ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერს  1/16 ფინალში გამოეთიშა
2-11-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა დაპირისპირება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და იტალიელ ჩოგბურთელ, ლორენცო მუსეტის შორის.

ქართველი სპორტსმენი მუსეტისთან 2 სეტში: 4-6, 2-6 დამარცხდა და პარიზის მასტერსს 1/16 ფინალში გამოეთიშა.

სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ნიკოლოზმა ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ და მხოლოდ ორი მატჩის მოგება მოახერხა.

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ATP-ს Live რეიტინგში ნიკას 575 ქულა გააჩნია და 95-ე ადგილზე იმყოფება. წლევანდელ კალენდარში წლის შემაჯამებელი ტურნირებიღაა დარჩენილი. შესაბამისად ბასილაშვილს კორტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხილავთ, თუკი ის ჩელენჯერებზე გამოსვლას გადაწყვეტს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი