ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ბრაზილიელმა რომარიომ 58 წლის ასაკში პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა განაახლა.
უცხოურ მედიაში სწორედ მისი კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის თავისი მწვრთნელის შესახებ აკეთებს:
"თამაშს ვაპირებ იქ და ისე, როგორც ეს მე მომინდება. თუ ამასთან დაკავშირებით მწვრთნელს პრეტენზიები ექნება, მას გუნდიდან გავუშვებ", - თქვა რომარიომ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად ამერიკა რიო დე ჟანეიროში თამაშობს, რომლის პრეზიდენტიც რომარიო თავადაა.