"ამბობენ, რომ მათ უმართლებთ, მაგრამ..." - ჩავის კლასიკომდელი პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"ამბობენ, რომ მათ უმართლებთ, მაგრამ..." - ჩავის კლასიკომდელი პრესკონფერენცია

"ამბობენ, რომ მათ უმართლებთ, მაგრამ..." - ჩავის კლასიკომდელი პრესკონფერენცია
21-04-2024, 19:46
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრაში ელ კლასიკო შედგება, ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

კატალონიელთა თავკაცმა ჩავიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:

"ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი გვაქვს. სადაც ძლიერ გუნდს ვხვდებით, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერია. კარგად ვივარჯიშეთ, გუნდს აქვს მოტივაცია, რომ იბრძოლოს ჩემპიონობისთვის. პსჟ-სთან წაგების იმედგაცრუება, რომელიც ძნელად დასავიწყებელია, შეიძლება ჩვენს სასარგებლო ფაქტორად იქცეს და მორალურად გაგვაძლიეროს".

"მათ ბევრჯერ მოიგეს და ეს თავდაჯერებას ზრდის. ამბობენ, რომ უმართლებთ, მაგრამ მე ამის არ მჯერა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 3 წელიწადში ორჯერ დაამარცხეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, მანჩესტერ სიტი და ჩვენ ლა ლიგაში ასეთ გუნდთან დაპირისპირება გვიწევს".
- თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

კლასიკო ბერნაბეუზე, 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი