"მითხარით, რატომ?" - პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის გადატვირთულ კალენდარზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"მითხარით, რატომ?" - პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის გადატვირთულ კალენდარზე საუბრობს

"მითხარით, რატომ?" - პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის გადატვირთულ კალენდარზე საუბრობს
21-04-2024, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტი რეალთან 120-წუთიანი თრილერის შემდეგ FA CUP-ის ნახევარფინალში ჩელსის სძლია და ფინალში გავიდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან სიტის გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა:

"ეს მიუღებელია! არ მესმის როგორ გადავრჩით დღეს. არაფერი არ იცვლება, რატომ ვითამაშეთ დღეს და არა ხვალ, როცა მანჩესტერ იუნატედი და ქოვენთრი შუა კვირაში თამაშობენ? მითხარით, რატომ? რეალთან 120-წუთიანი თამაშის შემდეგ ეს ფეხბურთელების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ინგლისის ფეხბურთის ასოციააცია არაფრის შეცვლას არ აპირებს. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთის თამაში, ჩემი მოთამაშეები ლეგენდები არიან, მაგრამ ეს მათი ჯანმრთელობისთვის მეტისმეტია." - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.