"რიცხვები ახლა ყველაფერზე მეტყველებენ" - ცნობილმა კომენტატორმა კვარაცხელია შეაქო » სპორტის ხაზი

"რიცხვები ახლა ყველაფერზე მეტყველებენ" - ცნობილმა კომენტატორმა კვარაცხელია შეაქო

"რიცხვები ახლა ყველაფერზე მეტყველებენ" - ცნობილმა კომენტატორმა კვარაცხელია შეაქო
1-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

"მილანის" ცნობილი გულშემატკივარი და კომენტატორი ტიციანო კრუდელი ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკურ თამაშს ეხმაურება და ამბობს, რომ "ნაპოლის" წარმატებულ სვლაში უდიდესი დამსახურება სწორედ ქართველ ფეხბურთელს მიუძღვის:

„ხვიჩა კვარაცხელიას თამაშები, რომლებიც მან აქამდე ითამაშა განსაკუთრებულია. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს „ნაპოლის“ ბრწყინვალე შედეგებზე. ქართველმა თავდამსხმელმა 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის ჩემპიონატში. ამიტომ, ეს ის მომენტია, როდესაც რიცხვები ყველაფერზე მეტყველებენ." - ტიციანო კრუდელი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი "ნაპოლი" "ჩემპიონთა ლიგაში" იურგენ კლოპის "ლივერპულს" დღეს, 00:00 საათზე "ენფილდზე" დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი