თორნიკე კვარაცხელია ნაპოლიში? - ხვიჩას კომენტარი უმცროსს ძმაზე, რომელიც ფეხბურთელია » სპორტის ხაზი

თორნიკე კვარაცხელია ნაპოლიში? - ხვიჩას კომენტარი უმცროსს ძმაზე, რომელიც ფეხბურთელია

თორნიკე კვარაცხელია ნაპოლიში? - ხვიჩას კომენტარი უმცროსს ძმაზე, რომელიც ფეხბურთელია
1-11-2022, 14:28
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ Corriere dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში, ხვიჩა კვარაცხელიამ ოჯახზე, ნაპოლიზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

"ასე გაგრძელების შემთხვევაში, შეგვიძლია იმაზე მეტს მივაღწიოთ, ვიდრე ვინმე ფიქრობს. ჩემთვის ყოველი ტიტული და გამარჯვება ოცნებაა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.

ნაპოლი ერთსულოვანი ოჯახია, სადაც ყველა ბევრს მუშაობს და მუდამ წინ იყურება, ამიტომაც არის ძლიერი გუნდი.

თითქმის ყოველთვის ჩემთან ერთად მშობლები და ჩემი ორი ძმა არიან - ერთი უფროსი და მეორე უმცორის, თორმეტი წლის. ის საქართველოშიც თამაშობს და გულწრფელად ვიძახი, ძალიან ნიჭიერია. თორნიკე ნაპოლიში? რატომაც არა!

რაც შეეხება ჩემს საცოლეს, ის ამ მომენტისთვის საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ხანდახან ჩამოსვლას მაინც ახერხებს. იქ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს
", - განაცხადა კვარაცხელიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი